Author Archives: Zura

გილოცავთ დადალობას (წოვათობას)

ყველა თუშს გილოცავთ დღევანდელ დადალობას, კიდევ მრავალს დაესწარით და სულ უფრო ხალხმრავალი და აყვავებული ყოფილიყოს მთელი თუშეთი. შულტებს და მლოცველებს შეგეწიოთ სამების მადლი, დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად დაუხვდებით სტუმრებს. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა, თუ ვინმე მომაწოდებს დღეობის სურათებს, … Continue reading

Posted in ინფორმაცია, თუშები | Leave a comment

გარდაიცვალა ილო ქავთარიშვილი

ამაწლის 3 მარტს გარდაიცვალა ილო ქავთარიშვილი, თუშეთის სკოლის უცვლელი მასწავლებელი და დირექტორი, რომელიც 53 წლის განმავლობაში, უკანასკნელ 1 მოწაფემდე დარჩენილ სკოლას უანგაროდ ემსახურა. მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვინც გამოხატა მწუხარება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჯუმბერ ქავთარიშვილი თუშეთი.ნეტ-ის მინაწერი: ძალიან … Continue reading

Posted in თუშები | Leave a comment

თუშეთის 2011 წლის ტური

დიდი დაგვიანებით გთავაზობთ წლევანდელი წოვათობის მოკლე მიმოხილვას. როგორც ადრევე ავღნიშნე, წლევანდელი მასპინძლები იყვნენ ირაკლი ვეშაგურიძე, ვალერი აკოფაშვილი და მე – ზურა არინდაული. წესისამებრ, წოვათაში დღეობამდე რამდენიმე დღით ადრე ავედით. წელს საავტომობილო გზა წოვათამდე იქნა მიყვანილი, რაც დიდი შეღავათი იყო ჩვენთვისაც … Continue reading

Posted in თუშები | Leave a comment

თუშეთი.ნეტ გერმანულად და ინგლისურად

თუშეთი.ნეტ-ს დაემატა გერმანული და ინგლისური ენების ვერსიები. სტატიები შეძლებისდაგვარად მალე გადაითარგმნება.

Posted in თუშეთი.ნეტ-ის სიახლეები | Tagged , | Leave a comment

მრგვალი თარიღი :)

დღეს საკმაოდ იშვიათი თარიღია: 11.02.2011, წერტილების გარეშე 11022011. საინტერესოა, ამ დღეს თუშეთში თუ დაიბადა ვინმე. ვინც იცნობთ ვინმეს – შეგვეხმიანეთ. სხვათა შორის, თუშეთი.ნეტ-ს დღეს ერთი წელი გაუხდა. სამწუხაროდ ჯერჯერობით გვერდის შევსება სასურველი ტემპით ვერ მიდის, იმედია 2011 წელი უკეთესი იქნება, … Continue reading

Posted in თუშები, თუშეთი.ნეტ-ის სიახლეები | Tagged , | Leave a comment

ახალი ფოტოსურათები

გალერეას დაემატა წლევანდელი(2010 წ.) თუშეთის ტურის სურათები.

Posted in ინფორმაცია, თუშეთი.ნეტ-ის სიახლეები | Tagged , , | Leave a comment

2010 წლის თუშეთის ტური

2005 წლის შემდეგ, წელს კიდევ მომეცა თუშეთში ასვლის საშუალება. 31 ივლისს, ილია უჯირაულთან ერთად თუშეთობის დღესასწაულზე ომალოში ავედი. ამდენი ხალხი ერთად თავმოყრილი მე თუშეთში აქამდე არ მენახა. თუშების გარდა, ძალიან ბევრი იყო ამოსული საქართველოს სხვა რეგიონებიდან, იყვნენ ასევე უცხოელი ტურისტებიც. … Continue reading

Posted in ძირითადი, თუშები | Tagged , , , | Leave a comment

ი. ქავთარიშვილი – ჩემი ცხოვრებიდან

ჩემი ცხოვრებიდან დავბადებულვარ 1927 წლის 17 სექტემბერს სოფ. ზემო ალვანში, მეცხვარის ოჯახში. 1935 წელს შევედი ამავე სოფლის პირველ კლასში და 1948 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. ერთი წელი გავატარე მეცხვარეობაში. 1949 წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. … Continue reading

Posted in ინფორმაცია, თუშები | Tagged | Leave a comment

მასწავლებელი თუშეთში

2005 წლის ზაფხულში, წოვათიდან კახეთში ვბრუნდებოდი ცხონებული გია უჯირაულის მანქანით. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც მე ბოლოს თუშეთში ვიყავი, ამიტომ გადავწყვიტე ერთი ღამეც გამეთენებინა მთაში. ომალოში რომ მივედით, გიას დავემშვიდობე და მე იქვე ომალოს თავში მდებარე სასტუმროში გავჩერდი. … Continue reading

Posted in ინფორმაცია, თუშები | Tagged , | Leave a comment

ზემო ალვანის სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს

2010 წლის იანვრიდან ზემო ალვანის პირველი საშუალო სკოლის დირექტორია ბაგრატ ქადაგიძე. ბაგრატ ქადაგიძე დაიბადა 1966 წელს ზემო ალვანში და დაამთავრა იგივე სკოლა, რომლის დირექტორიც დღესაა, ამდენად ამ სკოლისა და სოფლის ავ-კარგი მისთვის კარგადაა ცნობილი. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რიგ საპასუხისმგებლო … Continue reading

Posted in ინფორმაცია, სიახლეები, თუშები | Tagged , , , | Leave a comment