თუშეთის 2011 წლის ტური

დიდი დაგვიანებით გთავაზობთ წლევანდელი წოვათობის მოკლე მიმოხილვას. როგორც ადრევე ავღნიშნე, წლევანდელი მასპინძლები იყვნენ ირაკლი ვეშაგურიძე, ვალერი აკოფაშვილი და მე – ზურა არინდაული. წესისამებრ, წოვათაში დღეობამდე რამდენიმე დღით ადრე ავედით. წელს საავტომობილო გზა წოვათამდე იქნა მიყვანილი, რაც დიდი შეღავათი იყო ჩვენთვისაც და ჩვენი სტუმრებისთვისაც. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს გვინდოდა, რომ სუფრაზე საჩრდილობელი გაგვეკეტებინა, რათა ხალხი მზეს (ან წვიმას) არ შეეწუხებინა. სამწუხაროდ ჩვენს მიერ გაკეთებულ საჩრდილობლებს დიდი დღე არ ეწერა: ზუსტად სუფრაზე დაჯდომის წინ ამოვარდნილმა ქარმა სულ ნაფლეთებად აქცია ჩვენი “ცელოფანი”, ასე, რომ წელსაც მზეზე მოუწიათ სტუმრებს დაჯდომა. დღეობამ თითქოს კარგად ჩაიარა, ვნახოთ როგორ შეაფასებს ხალხი. მაინცდამაინც დიდი “ექსცესები” წელს არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში სხვა წლებთან შედარებით. მეორე დღეს გაკეთდა ხინკალი, მწვადი და ის დღე ისევ ქეიფით დასრულდა. დღეობის მესამე დღეს ეკვე დაცარიელდა წოვათა. ამ ადგილზე, მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ყველას, ვინც ჩვენ ამ დღეებში დაგვეხმარა.
ალავერდის ეკლესიიდან დღესასწაულზე ამოსულნი იყვნენ სასულიერო პირები, რომლებმაც ამოიტანეს სპეციალურად წოვათისათვის დამზადებული ხის დიდი ჯვარი, რომელიც შემდეგ წინასწარ მომზადებულ ქვის ბაქანზე იქნა დამაგრებული. ეს ქვის ბაქანი ხატის კარიდან ათიოდე მეტრის ქვემოთ გაკეთდა (სადაც ცხვარი იკვლება იმ კედლის გარედან).

This entry was posted in თუშები. Bookmark the permalink.

Comments are closed.